Category Archives: ციხეები

არტანუჯი

არტანუჯი კლარჯეთის უძველესი ქალაქია. როგორც დასახლებული პუნქტი, ის უკვე ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა. კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ.წ. II საუკუნის შუახანი) იხსენიებს იბერიის ქალაქ არტანისას (Aრტანისსა), რაც ძველი არტანუჯი უნდა იყოს. V საუკუნის ბოლოს თუხარისიდან აქ გადმოვიდა ადგილობრივ ერისთავთა რეზიდენცია. Continue reading

ბაგინეთი (არმაზციხე)

ბაგინეთი (არმაზციხე) მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთ–აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ამ ადგილს მოსახლეობა ბაგინეთს უწოდებს. Continue reading

თმოგვის ციხე

თმოგვის ციხეისტორიული ციხე – ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ.მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვში). წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ.წუნდის დაკნინების შემდეგ. Continue reading

თორღვას, იგივე პანკისის, ციხე

თორღვას, იგივე პანკისის, ციხე – ციხე მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 17 კილომეტრში მდებარე სოფელ მაღრაანიის ჩრდილოეთით 4 კილომეტრში, ხალაწნისა და მაღრაანის ხევების წყალგამყოფ მაღალ მთაზე.

პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037წწ)–მ დაარსა. სავარაუდოდ თვითონ პანკისის ციხე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე 1040 წელს ბაგრატ IV–მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. Continue reading

თუხარისი

თუხარისი – კლარჯეთის უძველესი ცენტრი,ეს ტოპონომი დღეისათვის დაკარგულია. წყაროებიდან ვიცით, რომ ციხე – ქალაქი მდებარეობდა ჭოროხის ხეობაში, ტაოს საზღვართან.

უცნაურია, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ტოპონიმებს შორის ორი მნიშვნელოვანი სახელია გამქრალი – ხანცთა და თუხარისი. ეს უკანასკნელი უძველესი და მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე. ბედის ირონიაა, რომ დღეს მას მივარდნილ ხევ-ხუვებსა და მთის იალაღებზე ვეძებთ. ერთი ასეთი ”რეიდისას” ძალზე საინტერესო ადგილს მივადექით. Continue reading

კვეტერას ციხე–ქალაქი

კვეტერას ციხექალაქი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით 10 კმ-ში (პირდაპირი მანძილი), მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე. Continue reading

ოჩანი

ოჩანი (ერწო-თიანეთში) – სოფ. არტანში, ყოფილ სოფელ ოჩანის მიდამოებში, დიდი თავდაცვითი ნაგებობის _ „ოჩანის ციხის“ ნაშთებია შემორჩენილი, რომელიც ძნელბედობის დროს საიმედო თავდაცვითი საშუალება ყოფილა კახთა მეფეთათვის.

ფანასკერტი

ფანასკერტი, ფანასკეთი, ფანასკეტიშუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში (ამიერტაოში; ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). თავდაპირველად ფანასკერტი სამეფო სიმაგრე იყო. დაახლ. 1010 წელს ბაგრატ III-მ აქ მოიწვია „სადარბაზოდ“ უახლოესი ნათესავები — შავშეთისა და კლარჯეთის მფლობელები და დაატყვევა, მხარეები კი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა (თავად ბაგრატ III ფანასკერტშივე გარდაიცვალა 1014 წელს). ფანასკერტის პირველი მფლობელი იყო აზნაური ზაქარია ასპანისძე. მეფე თამარმა 1191 წელს აჯანყებულ ფეოდალ გუზან ტაოსკარელის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი ერთგულებისათვის იგი შავშეთკლარჯეთტაოს მონაპირე ერისთავად დაამტკიცა, რადგან იგი წარმოშობით ფანასკერტიდან იყო, ამიტომ ფანასკერტის ციხე მთლიანად საერისთავოს ცენტრი გახდა და სანაპირო — საერისთავოც ფანასკერტად იწოდა. 1400 წელს თემურლენგის ჯარმა დიდი გაჭირვებით მოახერხა ფანასკერტის ციხის აღება. XVI საუკუნეში ფანასკერტი ოსმალეთმა დაიპყრო; ამიერიდან იგი ფანაკის ლივის (ადმინისტრაციული ერთეული) ცენტრი იყო.

ქორსატეველა

ქორსატეველა – თმოგვი – ერთ-ერთი ციხე-ქვეყანა მტკვრის ზემო წელზე, რომელშიაც ვარძია თავიდანვე შედიოდა. თმოგვი ორი იყო, ორი იყო ვარძიაც – ზემო და ქვემო. მათი მტკვრისპირა პუნქტების დაწინაურება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უნდა იწყებოდეს IX-X სს.
ციხის ასაგებად შერჩეული ადგილი მტკვრის აქაურ ვიწროებში გამავალ საქარავნო გზას საიმედოდ აკონტროლებდა, ჰკეტავდა მდინარის ორივე ნაპირის დამაკავშირებელ ხიდს და დარაჯობდა ზედა თმოგვისკენ მიმავალ გზასაც, რომელიც შემდეგ ბუზმარეთსა და ნიალის ველზე გადადიოდა. ყაფარი კლდეების მიუვალობასა და ღრმად ჩაკიდულ ვიწრო სივრცეს ხატოვნად ასურათებს იქაური ტოპონიმიქორსატეველა.

( თუმცა ,,ქორსატეველას” ციხე-სიმაგრე არ არსებობდა არასოდეს სინამდვილეში და ამას თავად წერს კონსტანტინე გამსახურდია)

ყველისციხე

ყველისციხე, ყუელისციხე, ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყის წყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

წყაროებში პირველად მოხსენიებულია 914 წელს აბუ ლ-კასიმის ლაშქრობასთან დაკავშირებით, როდესაც მტერმა აიღო ყველისციხე და აწამა ციხისთავი, წარჩინებული გობრონი. ეს ამბავი აღწერა სტეფანე მტბევარმა ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“. Continue reading

ცხრაკარის ციხე

ცხრაკარის ციხე – X საუკუნეს მიეკუთვნება ცხრაკარას ისტორიულ ნაგებობათა ნაშთები. როდესაც საქართველოს სამეფო სამთავრობოდ დაიყო, „ცხრაკარა“, იგივე „ბოდოჯის ციხე“, მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა. იგი ცნობილი იყო კახთა მეფის სასახლედ, „ბოდოჯის სასახლედ“, რომელიც კახთა მეფეს _ კვირიკე III-ს აუშენებია X  საუკუნეში.

ცხრაკარას სასახლის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების ზემო და ქვემო ალვანებს შუა, ალაზნის ველის ზემოთ, კავკასიონის ერთ–ერთი განშტოების კონცხზე.