ruka

Advertisements

ruka1

არტანუჯი

არტანუჯი კლარჯეთის უძველესი ქალაქია. როგორც დასახლებული პუნქტი, ის უკვე ქრისტიანობამდელ ხანაში არსებობდა. კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ.წ. II საუკუნის შუახანი) იხსენიებს იბერიის ქალაქ არტანისას (Aრტანისსა), რაც ძველი არტანუჯი უნდა იყოს. V საუკუნის ბოლოს თუხარისიდან აქ გადმოვიდა ადგილობრივ ერისთავთა რეზიდენცია. Continue reading

ბაგინეთი (არმაზციხე)

ბაგინეთი (არმაზციხე) მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის რკინიგზის სადგურის სამხრეთ–აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ამ ადგილს მოსახლეობა ბაგინეთს უწოდებს. Continue reading

ბედიის ტაძარი

ბედიის ტაძარი – ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი – ბედიის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა ააგო და “შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ”. Continue reading

გუდამაყარი

გუდამაყარი — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით — ხევი, აღმოსავლეთით — ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით — ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან – გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით – ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა.

5120792466_10c27e310f_o

დიდოეთი

დიდოეთი – ისტორიული რეგიონი დღევანდელი დაღესტნის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მოიცავს წუნტის, ბეჟეტის და ნაწილობრივ წუმადის რაიონებს. ისტორიულად იმყოფებოდა საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ. XVIII საუკუნიდან დიდოეთი ავარიის სახანომ დაიპყრო.

დიდოელები ოფიციალურად ხუნძებად აღირაცხებიან და ცალკე ეროვნებად არ გამოიყოფიან. Continue reading

ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე.

ზედაზნის მთას, რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა). Continue reading

თმოგვის ციხე

თმოგვის ციხეისტორიული ციხე – ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ.მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვში). წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ.წუნდის დაკნინების შემდეგ. Continue reading

თორღვას, იგივე პანკისის, ციხე

თორღვას, იგივე პანკისის, ციხე – ციხე მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 17 კილომეტრში მდებარე სოფელ მაღრაანიის ჩრდილოეთით 4 კილომეტრში, ხალაწნისა და მაღრაანის ხევების წყალგამყოფ მაღალ მთაზე.

პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037წწ)–მ დაარსა. სავარაუდოდ თვითონ პანკისის ციხე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე 1040 წელს ბაგრატ IV–მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. Continue reading

თუხარისი

თუხარისი – კლარჯეთის უძველესი ცენტრი,ეს ტოპონომი დღეისათვის დაკარგულია. წყაროებიდან ვიცით, რომ ციხე – ქალაქი მდებარეობდა ჭოროხის ხეობაში, ტაოს საზღვართან.

უცნაურია, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ტოპონიმებს შორის ორი მნიშვნელოვანი სახელია გამქრალი – ხანცთა და თუხარისი. ეს უკანასკნელი უძველესი და მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი იყო ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე. ბედის ირონიაა, რომ დღეს მას მივარდნილ ხევ-ხუვებსა და მთის იალაღებზე ვეძებთ. ერთი ასეთი ”რეიდისას” ძალზე საინტერესო ადგილს მივადექით. Continue reading

იმერხევი

იმერხევი (კლარჯეთში) – ტოპონიმი იმერხევი ორია: ერთი სოფელი შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, მეორე- კლარჯეთში მდინარე იმერხევის ხეობა, სადაც შემორჩენილია  გრ. ხანძთელის დროს აგებული ტაძარი დოლისყანა(სოფელი ჰამამლი). შეიძლება ამ ტაძარს გულისხმობდა კ. გამსახურდია.

კვეტერას ციხე–ქალაქი

კვეტერას ციხექალაქი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით 10 კმ-ში (პირდაპირი მანძილი), მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე. Continue reading

კლარჯეთი

კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე, მდინარე იმერხევისა და არტანუჯისწყლის ხეობების ჩათვლით. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. Continue reading

ლაზეთი

ლაზეთი – ძვ.წ. XI-VIII საუკუნეებში იგი ქართველი ტომების პირველ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში – კოლხას – შემადგენლობაში შედიოდა, ძვ.წ. VI საუკუნიდან ძლევამოსილი კოლხეთის სამეფოს ნაწილია. I საუკუნეში ეს ტორიტორია რომმა დაიპყრო. იბერიის (ქართლის) სამეფოს ძლიერების ხანაში ლაზეთის ნაწილი ქართლის სამეფოში შევიდა. VII საუკუნეში აღმოსავლეთ ლაზეთს ბიზანტიის იმპერია დაეუფლა. Continue reading

ლაზისტანი

ლაზისტანი (ლაზ. ლაზონა, Lazona) — ბუნებრივი მხარე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე.ლაზისტანი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში შედიოდა. მე-13 საუკუნეში რეგიონი საქართველოს გავლენის ქვეშ მოექცა. თურქ-ოსმალთა მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ ლაზისტანი ოსმალეთის ერთ-ერთ ვილაიეთად იქცა. რუსეთ-თურქეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წელს ერთა ლიგამ ლაზისტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და საქართველოს გავლენა რეგიონზე ნულოვანი აღმოჩნდა. Continue reading

ლარგვისის მონასტერი

ლარგვისის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ სამაჩაბლოში, სოფელ ლარგვისის მახლობლად, მდინარე ქსნისა და ჭურთის შესართავთან.

ვინაიდან მონასტერი ორი მდინარის შესართავთან იყო გაშენებული და წყალდიდობა დიდ ზიანს აყენებდა, შემდგომში ქსნის ერისთავებმა სამონასტრო ნაგებობები მთის ფერდობზე განათავსეს. მონასტრის ადრეული ნაგებობებიდან მცირედიღაა შემორჩენილი. Continue reading

მატნის ცხრაკარას მონასტერი

მატნის ცხრაკარას მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში.

მონასტერი შედგება ერთმანეთზე მიდგმული რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა ნაგებობებისაგან, რომლებსაც გარს არტყავს არაწესიერი მოხაზულობის დაბალი გალავანი. მონასტრის მთავარი შენობა, VVI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკაა, ჯერ კიდევ ძველ დროს VIIIIX საუკუნეებში, ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ, რამაც მისი თავდაპირველი ფორმების მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. Continue reading

მისაქციელი

მისაქციელისოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი.[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, მცხეთიდან 15 კილომეტრი.

მცხეთა

მცხეთაქალაქი (1956 წლიდან) საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.). აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური თბილის—სამტრედიის ხაზზე. ზღვის დონიდან 480 მ, თბილისიდან 21 კმ (რკინიგზით).

ნარეკვავი

ნარეკვავიმდინარე მცხეთა-მთიანეთში. დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.

ნოკორნა

ოკორნა (ყოფილი ძველი ოსები[1]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ლაფანაანთკარის თემში.[2] მდებარეობს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე. მდინარე აბანოსხევის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1120 მ. დუშეთიდან 21 კმ. Continue reading

ოლთისი

ოლთისი, ოლთისნი, ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, იმიერტაოს ცენტრი (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ოლთისი (თურქ. ოლთუ) მდებარეობს მდინარე ოლთისწყლის (თურქ. ოლთუჩაი) შუა წელზე. X საუკუნეში ოლთისი დავით III დიდი კურაპალატის რეზიდენცია იყო; Continue reading

ოჩანი

ოჩანი (ერწო-თიანეთში) – სოფ. არტანში, ყოფილ სოფელ ოჩანის მიდამოებში, დიდი თავდაცვითი ნაგებობის _ „ოჩანის ციხის“ ნაშთებია შემორჩენილი, რომელიც ძნელბედობის დროს საიმედო თავდაცვითი საშუალება ყოფილა კახთა მეფეთათვის.

პანკისის ხეობა

პანკისის ხეობა — მდებარობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში (ბახტრიონიის ზემოთ) კავკასიონის ფარგლებში, დღევანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სიგრძე 34 კმ (მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე). შემოფარგლულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებებით — პანკისისა და დიდგვერდ-ნაქერალის ქედებით. Continue reading

საფურცლე

საფურცლე — ისტორიული სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, არაგვის ხეობაში. ახლანდელი სოფელი ნატახტრის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ძველი სახელწოდება.

სოფელი ნატახტარი მდებარეობს მცხეთის რაიონში, მდინარე არაგვის მარჯვენა მხარეს, მცხეთიდან 14 კილომეტრის მანძილზე. Continue reading

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. Continue reading

სხალტბის ტაძარი

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ–ში მდებარე სოფელ სხალტბას, სასაფლაოზე. Continue reading

ტაოსკარი

ტაოსკარი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თურქეთში, ისტორიულ ტაოში. 1907 წელს ძეგლი გამოიკვლია ე.თაყაიშვილის ექსპედიციამ. თავისი გეგმით ეკლესია მრავალაფსიდიანი ეკლესიების ტიპს ემსგავსება. შენობა მასიურია, “დამჯდარი” – ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. თაყაიშვილის თანახმად, ეკლესია “შიგნით და გარეთ შეძერწილია ლამაზად ნათალი არა დიდრონი ქვებით, რომელნიც ახლა (ე.ი. 1907 წ.,) მოძარცულია. გუმბათის ყელიდან აღმოსავლეთის ნაწილია დარჩენილი, ერთი ფანჯრითურთ. კორპუსი ეკლესიისა ახლა სანახევროდ მიწაშია ჩასმული“. ეკლესიის დიამეტრი გარედან 17 მეტრზე ცოტა მეტია, სიმაღლე (შიგნით) უნდა ყოფილიყო დაახლ. 15,5 მ.

უფლისციხე

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.

ფანასკერტი

ფანასკერტი, ფანასკეთი, ფანასკეტიშუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში (ამიერტაოში; ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). თავდაპირველად ფანასკერტი სამეფო სიმაგრე იყო. დაახლ. 1010 წელს ბაგრატ III-მ აქ მოიწვია „სადარბაზოდ“ უახლოესი ნათესავები — შავშეთისა და კლარჯეთის მფლობელები და დაატყვევა, მხარეები კი სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა (თავად ბაგრატ III ფანასკერტშივე გარდაიცვალა 1014 წელს). ფანასკერტის პირველი მფლობელი იყო აზნაური ზაქარია ასპანისძე. მეფე თამარმა 1191 წელს აჯანყებულ ფეოდალ გუზან ტაოსკარელის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი ერთგულებისათვის იგი შავშეთკლარჯეთტაოს მონაპირე ერისთავად დაამტკიცა, რადგან იგი წარმოშობით ფანასკერტიდან იყო, ამიტომ ფანასკერტის ციხე მთლიანად საერისთავოს ცენტრი გახდა და სანაპირო — საერისთავოც ფანასკერტად იწოდა. 1400 წელს თემურლენგის ჯარმა დიდი გაჭირვებით მოახერხა ფანასკერტის ციხის აღება. XVI საუკუნეში ფანასკერტი ოსმალეთმა დაიპყრო; ამიერიდან იგი ფანაკის ლივის (ადმინისტრაციული ერთეული) ცენტრი იყო.

ფხოვი

ფხოვი -ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, ფხოველთა მთებზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა. დღეს დიდოეთი ხევსურეთს უკვე აღარ ესაზღვრება.

ქორსატეველა

ქორსატეველა – თმოგვი – ერთ-ერთი ციხე-ქვეყანა მტკვრის ზემო წელზე, რომელშიაც ვარძია თავიდანვე შედიოდა. თმოგვი ორი იყო, ორი იყო ვარძიაც – ზემო და ქვემო. მათი მტკვრისპირა პუნქტების დაწინაურება დაახლოებით ერთსა და იმავე დროს უნდა იწყებოდეს IX-X სს.
ციხის ასაგებად შერჩეული ადგილი მტკვრის აქაურ ვიწროებში გამავალ საქარავნო გზას საიმედოდ აკონტროლებდა, ჰკეტავდა მდინარის ორივე ნაპირის დამაკავშირებელ ხიდს და დარაჯობდა ზედა თმოგვისკენ მიმავალ გზასაც, რომელიც შემდეგ ბუზმარეთსა და ნიალის ველზე გადადიოდა. ყაფარი კლდეების მიუვალობასა და ღრმად ჩაკიდულ ვიწრო სივრცეს ხატოვნად ასურათებს იქაური ტოპონიმიქორსატეველა.

( თუმცა ,,ქორსატეველას” ციხე-სიმაგრე არ არსებობდა არასოდეს სინამდვილეში და ამას თავად წერს კონსტანტინე გამსახურდია)

წიწამური

წიწამური

სოფელი წიწამური მდებარეობს მცხეთის რაიონში, საგურამოს ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე არაგვის მარცხენა მახარეს. არქეოლოგიური მასალების მიხედვით წიწამური დასახლებული ჩანს ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან. VIII-IX საუკუნეებში წიწამური ზედაზენ-მუხრანის ერისთავთა ძაგანისძეთა სამფლობელოში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ წიწამური სამეფო სახლის ხელდებული ტერიტორიაა XV საუკუნის ბოლომდე. XVI-XVIII საუკუნეებში წიწამური კახეთის სამეფოში შედიოდა. Continue reading

ყველისციხე

ყველისციხე, ყუელისციხე, ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყის წყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).

წყაროებში პირველად მოხსენიებულია 914 წელს აბუ ლ-კასიმის ლაშქრობასთან დაკავშირებით, როდესაც მტერმა აიღო ყველისციხე და აწამა ციხისთავი, წარჩინებული გობრონი. ეს ამბავი აღწერა სტეფანე მტბევარმა ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი“. Continue reading

შირვანი

შირვანი, შარვანი (აზერ. Şirvan, სპარს. شروان) — ისტორიული ქვეყანა აზერბაიჯანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, მტკვრის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, პოლიტიკური ცენტრი — ემაზა. შეადგენდა კავკასიის ალბანეთის ნაწილს. ირანის მიერ შირვანის კოლონიზაციისა და აქ ჩრდილოეთისგან თავდასაცავი დიდი მშენებლობების ხანაში ცნობილი გახდა სახელი „შირვანი“ და, შესაბამისად, სასანიანთა მიერ დანიშნულ ადგილობრივი მმართველთა შორის — წოდება „შირვანშაჰი“.

შირვანი ქალაქიცაა აზარბაიჯანში

ცხრაკარის ციხე

ცხრაკარის ციხე – X საუკუნეს მიეკუთვნება ცხრაკარას ისტორიულ ნაგებობათა ნაშთები. როდესაც საქართველოს სამეფო სამთავრობოდ დაიყო, „ცხრაკარა“, იგივე „ბოდოჯის ციხე“, მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა. იგი ცნობილი იყო კახთა მეფის სასახლედ, „ბოდოჯის სასახლედ“, რომელიც კახთა მეფეს _ კვირიკე III-ს აუშენებია X  საუკუნეში.

ცხრაკარას სასახლის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების ზემო და ქვემო ალვანებს შუა, ალაზნის ველის ზემოთ, კავკასიონის ერთ–ერთი განშტოების კონცხზე.

ჯიქეთი

ჯიქეთი, ასევე საძენი (აფხ. Саӡен, Саӡны) — წარსულში საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხე. ასევე მოიხსენიება, როგორც უკიდურესი აფხაზეთი. დღეს ნაწილობრივ შედის საქართველოს შემადგენლობაში (აფხაზეთის არ), კერძოდ კი გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. ჯიქეთის დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაშია და განაწილებულია ადიღესა და კრასნოდარის მხარეს შორის.

ხშირად იყო ბაზიანტიის ტერიტორია, მოხარკე ქვეყანა. XII საუკუნეში ჯიქეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სამთავრო, რომელიც თამარის დროს საქართველოს შემადგენლობაში შევიდა

ჰერეთი

ჰერეთიაღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით , ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი „კახეთი“.