ლაზისტანი

ლაზისტანი (ლაზ. ლაზონა, Lazona) — ბუნებრივი მხარე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთი პონტოს მთების ჩრდილოეთ კალთაზე.ლაზისტანი საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოების შემადგენლობაში შედიოდა. მე-13 საუკუნეში რეგიონი საქართველოს გავლენის ქვეშ მოექცა. თურქ-ოსმალთა მიერ ტრაპიზონის აღების შემდეგ ლაზისტანი ოსმალეთის ერთ-ერთ ვილაიეთად იქცა. რუსეთ-თურქეთის ომების დროს რეგიონი ხელიდან ხელში გადადიოდა. 1921 წელს ერთა ლიგამ ლაზისტანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად აღიარა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და საქართველოს გავლენა რეგიონზე ნულოვანი აღმოჩნდა. 1921 წლიდან რეგიონის უმეტესი ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა, მცირე ნაწილი (სოფელი სარფი) საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.

,,ბიზანტიელი ისტორიკოსები და გეოგრაფები, მათ შორის ჰეროდოტე და იუსტინე ისტორიკოსი ლაზებს, კოლხებს და ქართველებს ხშირად მოიხსენიებენ, კოლხები და ლაზები არიან ქართველი ტომისანი და ის ადგილებიც, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, პონტო და კაპადოკია, დღეს საქართველო და სამეგრელოა“(ზაქარია ჭიჭინაძე)

Leave a comment